ფეხბურთი

10:29 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "რთული მომენტია, მნიშვნელოვანია, თავდაჯერება აღვიდგინოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, შეცდომები დაუშვეს, რამაც მატჩის შედეგი განაპირობა.

„პირველივე წუთებიდან რთული იყო. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ ბოლო მატჩის მსგავსად დავიწყეთ, გარკვეული უზუსტობებითა და თავდაჯერებულობის ნაკლებობით. „მონაკო“ ძალიან კარგი გუნდია და ძალიან კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში მათ ნაკლები შანსი შექმნეს, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ ბოლო მატჩში, მაგრამ გაიტანეს. პირველივე გოლის დროსაც დავუშვით შეცდომები, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე იშვიათად ნახავ.

ეს უნიკალური და რთული მომენტია, როგორიც ყველა სეზონში ხდება. ძნელია მისი შეცვლა, მაგრამ უნდა გამოვასწოროთ ეს და ვეცადოთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, რადგან პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის მატჩი წინაა და მნიშვნელოვანი იქნება თავდაჯერებულობის აღდგენა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენი“ 57 ქულით ლიდერია, „ლანსს“ ოთხი ქულით უსწრებს, რომელსაც არ ტურში ჯერ არ უთამაშა. პსჟ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ გამართავს, ხოლო ლიგა 1-ში 21 მარტს, „ნიცას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169551