„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ტორინოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან შეაქო ელიფ ელმასი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და ასევე, ალისონ სანტოსი, რომელიც „ნაპოლიმ“ იანვარში ლისაბონის „სპორტინგიდან“ დაიმატა.
„ალისონს „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ ჰქონდა ნათამაშები. ის ნელ-ნელა ეგუება ჩვენს სათამაშო მექანიზმებს, მას შესანიშნავი სისწრაფე აქვს და მისგან ვითხოვ, რომ მორცხვი არ იყოს. ახლა ველოდებით ჯოვანეს და მადლობა უნდა გადავუხადოთ წმინდა ელმასს, მას წელს ქანდაკება უნდა დავუდგათ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 56 ქულით მესამე ადგილზეა.





