ფეხბურთი

13:44 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატის სეზონი საგოლე პასით დაიწყო

ჩინეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი ვაკო ყაზაიშვილმა საგოლე პასით დაიწყო. „შანდონ ტაიშანმა“ პირელ ტურში „ლიანონი“ 3:0 დაამარცხა.

მერვე წუთზე ანგარიში ქსიე ვენენმა ქართველი შემტევის პასით გახსნა. ვაკო მოედანზე შეუცვლელად იყო.

„შანდონ ტაიშანმა“ სეზონი მოგებით დაიწყო, მაგრამ სატურნირო ცხრილში მინუს სამი ქულა აქვს, რადგან ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩემპიონატი -6 ქულით დაიწყო, ხოლო მეორე ტურში 14 მარტს, „ბეიჯინგ გუოანს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა გასულ სეზონში 27 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, გარდა ამისა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091708