ფეხბურთი

15:03 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარია: "ვარჯიშებზე ასეთ ეპიზოდებს ხშირად ვამუშავებთ"

რფს-ის ფეხბურთელმა ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ოგრე იუნაიტედთან“ გამარჯვების (2:0) და საგოლე პასების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გამარჯვებით ბედნიერია, რადგან სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს:

„ბედნიერი ვარ, რადგან სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და ვაჩვენეთ, რომ ფიზიკურად, მენტალურად და ტაქტიკურად ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები. ახალი სეზონისთვის ძალიან კარგი დასაწყისია.

მეორე გოლის კომბინაცია? ნამდვილად ძალიან კარგი მომენტი იყო. ვარჯიშებზე ხშირად ვამუშავებთ ასეთ ეპიზოდებს და თამაშშიც შევძელით ამის გაკეთება. ვარჯიშზე იკაუნიეკსთან ასეთ კომბინაციებზე ვმუშაობ და შედეგიც სახეზეა.

მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო დიდი მხარდაჭერისთვის, რადგან ისინი ძალიან გვეხმარებიან“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ რფს ლატვიის ჩემპიონატის მეორე ტურში 13 მარტს, სტუმრად „ლიეპაიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094983