თურქეთის პირველი ლიგის 29-ე ტურში „ერზურუმსპორმა“ „მანისა“ 8:1 გაანდგურა, ხოლო გურამ გიორბელიძე საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მისი პასით 75-ე წუთზე შეიკნე სილამ გაიტანა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 6:1 გახადა. სილაც ნაცნობი ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის - წლების განმავლობაში მარტვილის „მერანის“ და „იბერიას“ ღირსებას წარმატებით იცავდა.
„ერზურუმსპორი“ პირველ ლიგაში 63 ქულით ლიდერია და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, „უმრანიესპორს“ ესტუმრება.







