ფეხბურთი

18:16 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" მესამელიგელს მძიმედ მოუგო და ასოციაციის თასის მეოთხედფინალშია

ლონდონის „არსენალი“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა მერვედფინალში მესამელიგელ „მანსფილდთან“ მძიმე ბრძოლა გადახდა.

მიკელ არტეტას გუნდმა როტაციით ითამაშა, მაგრამ სუსტ და გამოუცდელ მეტოქესთან მაინც იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

41-ე წუთზე „მეთოფეები“ ნონი მადუეკეს გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე სტარტზე ვილ ევანსმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ლონდონელებმა თამაში ებერეჩი ეზეს გოლით მოიგეს, რომელმაც თავი 66-ე წუთზე გამოიჩინა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:2.

ასოციაციის თასზე ორი მეოთხედფინალისტია ცნობილი - „ლივერპული“ და „არსენალი“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092183