ფეხბურთი

21:53 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილის ზედიზედ მეორე მშრალი კარი და შესანიშნავი მატჩი საბერძნეთში

საბერძნეთის სუპერლიგის 24-ე ტურში ლუკა გუგეშაშვილის „ათრომიტოსი“ სტუმრად სალონიკის „არისს“ უგოლოდ დაუზავდა.

ქართველმა მეკარემ ზედიზედ მეორედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და როგორც ჩანს, გუნდში ადგილი დაიმკვიდრა, რადგან როგორც გასულ ტურშიც, ახლაც, შესანიშნავად ითამაშა.

გუგეშაშვილმა ზედიზედ მეორედ შეინარჩუნა კარი მშრალად, სამი დარტყმა მოიგერია, მათ შორის, მატჩის 39-ე წუთზე ზედიზედ ორი რთული დარტყმა. ქართველი მეკარე სრულიად დამსახურებულად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ "არისმა" ორი პენალტი ვერ გაიტანა: პირველ შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა, ხოლო მეორედ ბურთი ხარიხას მოხვდა. წინა ტურშიც იყო პენალტი ლუკას კარის მიმართულებით და მაშინ მან მოიგერია დარტყმა.

„ათრომიტოსი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, ათენის „აეკს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172095