დღეს, 7 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა. „მიხეილ მესხი 2“-ზე, თბილისის „დინამომ“ დებიუტანტი „სპაერი“ 1:2 დაამარცხა, „ტორედომ“ ასევე დებიუტანტ „რუსთავთან“ წააგო.
დღის გვიან შეხვედრაში კი „ბათუმი“ „გაგრას“ დაუზავდა - 1:1.
მთავარი ამბები ბოლოსკენ მოხდა. 86-ე წუთზე ბათუმელმა ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა ანგარიში პენალტით. საინტერესოა, რომ მანვე 13 წუთით ადრე პირველი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
90+5 წუთზე კი მათე ცინცაძემ ასევე პენალტით გაათანაბრა.
ეს ბათუმელთა პირველი მატჩი გახლდათ ახალ სეზონში. წინა ტურში მათი შეხვედრა თბილისის „დინამოსთან“ დიდთოვლობის გამო გადაიდო და 11 მარტს გაიმართება.





