რაგბი

22:52 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ერი: ისტორიაში პირველად იტალიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

ექვსი ერის მეოთხე ტურში იტალიის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ინგლისის ნაკრები დაამარცხა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

იტალიამ ინგლისთან პირველი ტაიმი 10:12 წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში დააქამბექა (13:6) და საბოლოოდ, 23:18 გაიმარჯვა. აქამდე, იტალია ინგლისთან 32 შეხვედრაში მოგების გარეშე იყო, მაგრამ ნავსი გატეხა.

ზოგადად, ბოლო დროს „აძურის“ პროგრესი აქვს, მიმდინარე ექვს ერზე უკვე მეორე გამარჯვება მოიპოვა, ინგლისამდე შოტლანდიასაც მოუგო.

ამ ტურში დღესვე, შოტლანდიამ საფრანგეთს 50:40 აჯობა, ხოლო გუშინ ირლანდიამ უელსი 27:17 დაამარცხა.

ექვსი ერს ოთხი ტურის შემდეგ საფრანგეთი და შოტლანდია ლიდერობენ 16-16 ქულით, 14 ქულა აქვს ირლანდიას, იტალიას 9, ინგლისს 6 და უელსს ერთი, რომელმაც ყველა თამაში წააგო.

თეგებიექვსი ერი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088854