ფეხბურთი

23:46 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 25-ე ტურში „დორტმუნდმა“ კაცნაკლული „კიოლნი“ სტუმრად დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩი „კიოლნსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის სტუმარი დორტმუნდელების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

მატჩის პირველი გოლი სერუ გირასიმ გაიტანა. „ბორუსიას“ თავდამსხმელმა გოლი მე-17 წუთზე შეაგდო. პირველი ტაიმის ბოლოს, 45+2 წუთზე, მასპინძელი გუნდის მცველი იჰმაი სიმპსონ-პუსი გააძევეს მოედნიდან.

მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, თავდამსხმელმა მაქსიმილიან ბაიერმა „ბორუსიას“ უპირატესობა გაზარდა. „კიოლნის“ ნახევარმცველმა იაკუბ კამინსკიმ ერთი საპასუხო გოლი 88-ე წუთზე გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „დორტმუნდი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 55 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „კიოლნი“ 24 ქულით მე-13-ზე.

გერმანია. ბუნდესლიგა. 25-ე ტური. 7 მარტი: ჰაიდენჰაიმი - ჰოფენჰაიმი 2:4, ფრაიბურგი - ლევერკუზენი 3:3, ლაიპციგი - აუგსბურგი 2:1, მაინცი - შტუტგარტი 2:2, ვოლფსბურგი - ჰამბურგი 1:2, კიოლნი - დორტმუნდი 1:2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168715