„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბორნმუთის“ შემტევი ნახევარმცველი მარკუს ტავერნიე პოტენციური ტრანსფერების სიაში შეიყვანა. Daily Mail-ის ცნობით, „წითელმა ეშმაკებმა“ შესაძლოა 26 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს დაიმატონ.
ტავერნიე „ალუბალებში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.







