იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის მატჩი, „იუვენტუსსა“ და „პიზას“ შორის ტურინელთა გამანადგურებელი გამარჯვებით - 4:0 დასრულდა.
მასპინელთა მცველმა ანდრეა კამბიაზომ მატჩის პირველი გოლი მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე გაიტანა. ნახევარმცველმა კეფრენ ტურამ-ჟულიენმა 65-ე წუთზე „იუვენტუსის“ უპირატესობა გაზარდა. მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა, კენან ილდიზმა, 75-ე წუთზე გამანადგურებელი უპირატესობა დააფიქსირა. მატჩის ბოლოს, 90+4 წუთზე, ჟერემი ბოგამ ანგარიში 4:0 გახადა.
ამისდაკვალად, "იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატში ოთხმატჩიანი მოუგებდელი სერია დაასრულა.
იტალიის ჩემპიონატში 28 მატჩის შემდეგ, „პიზას“ 15 ქულა აქვს და მე-20 ადგილზეა. „ბებერმა ქალბატონმა“ 50 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.





