საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში „სენტ ეტიენმა“ „რედ სტარი“ 2:0 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა ორი საგოლე პასი გააკეთა.
65-ე წუთზე ანგარიში კევინ პედრომ გახსნა, ქართველი შემტევის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ხოლო მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლუკა სტასენმა სხვაობა გააორმაგა და ასისტენტი ისევ ზურიკო იყო.
დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტალებს ორი გოლით ჩამორჩება.
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 49 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „გრენობლს“ ესტუმრება.





