ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი ბილბაოს „ატლეტიკსა“ და „ბარსელონას“ შორის კატალონიელთა გამარჯვებით 0:1.დასრულდა.
ერთადერთი გოლი „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლამინ იამალმა მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა.
ესპანეთის ლიგაში 27 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 67 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ატლეტიკი“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა.
„ბარსელონა“ 15 მარტს საკუთარ მოედანზე „სევილიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბილბაო“ ერთი დღით ადრე „ჟირონას“ ესტუმრება.





