ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის 23-ე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ოურენსე“ დაძაბულ ბრძოლაში 81:79 დაამარცხა.
კორსანტიამ 21 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ის თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„გიპუზკოა“ 14 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებს.







