დასრულდა ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის მატჩი „ნიუკასლსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის. „ქალაქელებმა“ 1:3 მოიგეს.
ჰარვი ბარნსმა მასპინძელი გუნდი მე-18 წუთზე დააწინაურა. სავიომ ანგარიში 39-ე წუთზე გაათანაბრა. სტუმრები 47-ე წუთზე ომარ მარმუშმა დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა.
მარმუშმა, მას შემდეგ, რაც "სიტიშია", სულ 14 გოლი გაიტანა და ნახევარი "ნიუკასლთან" - 7: პრემიერლიგაში 3, ინგლისის ლიგის თასზე 2 და ასოციაციის თასზე 2.
მეოთხედფინალური მატჩების წილისყრა 9 მარტს გაიმართება. შეჯიბრის მოქმედი გამარჯვებულია „კრისტალ პალასი“, რომელმაც ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.







