„ლივერპული“ დაინტერესებულია „ნოტინგემ ფორესტის“ 23 წლის მცველით, მურილიოთი და მზადაა მის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო დახარჯოს. Caught Offside-ის ცნობით, ბრაზილიელმა, რომელმაც ამ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, ორი ინგლისური კლუბის ყურადღება მიიპყრო.
საინტერესოა, რომ „ჩელსიც“ განიხილავს მურილიოს გადაბირებას. თუმცა, ლივერპული“ უფრო მონდომებულია, რადგან იბრაჰიმა კონატეს და ჯო გომესის ტრავმების შემდეგ დაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს.
მურილიოსა და „ნოტინგემს“ შორის კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





