კალათბურთი

3:02 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ოთხიანები და "ორლანდოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება NBA-ში

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „მინესოტა“ ძალიან ადვილად, 119:92 დაამარცხა.

„ორლანდომ“ პირველი პერიოდი წააგო, მაგრამ მეორე პერიოდიდან უპირატესობა მოიპოვა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

გოგა ბითაძე მხოლოდ 4 წუთი ათამაშეს, ისიც შეხვედრის ბოლო ნაწილში, როცა შედეგი გადაწყვეტილი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.

„მინესოტას“ ენტონი ედვარდსმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა, ხოლო „ორლანდოში“ დესმონდ ბეინი (30 ქულა) და პაოლო ბანკერო გამოირჩნენ (25 ქულა, 15 მოხსნა).

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 28 წაგებით მექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 მარტს, სტუმრად „მილუოკისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178376