კალათბურთი

10:27 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძის 17-ქულიანი თამაში ბელგიაში

ბელგია-ნიდერლანდების ჩემპიონატის 22-ე ტურში ალექსანდრე მერკვილაძის „ოსტენდემ“ „როტერდამი“ გაანადგურა და 102:44 აჯობა. „ოსტენდე“ მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა.

კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელსაც, რომელმაც 20 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მერკვილაძემ 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. ქართველზე უფრო შედეგიანი მხოლოდ ერთი კალათბურთელი, მისი თანაგუნდელი ჰარის ბრატანოვიჩი იყო, რომელმაც 19 ქულა დააგროვა.

„ოსტენდე“, რომელმაც სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში 17 მოგებით და 5 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მარტს, „ანტვერპენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097241