MLS-ის მეოთხე ტურში „ინტერ მაიამი“ „დი სი იუნაიტედს“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-17 წუთზე როდრიგო დე პაულმა გახსნა, ხოლო 10 წუთში თავისი გოლი ლიონელ მესიმაც გაიტანა, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.
აქვე ვთქვათ, რომ მესიმ კარიერაში 899-ე გოლი გაიტანა.
„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, „შარლოტს“ ესტუმრება.







