თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ „კარშიაკა“ 89:79 დაამარცხა. მასპინძლებს მოგება არ გასჭირვებიათ, სხვაობა მხოლოდ ბოლო პერიოდში შემცირდა, თორემ უპირატესობა უფრო დიდი იყო.
მატჩის MVP მარკის რიდი გახდა, რომელამც 33 წუთში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების ახალმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კიდევ ერთი დიდებული თამაში ჩაატარა, მან 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატში 15 მოგებით და 6 წაგებით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 14 მარტს, „მანისასთან“ შინ გამართავს.







