კალათბურთი

17:03 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

„ბარსელონამ“ ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში „ბრეოგანი“ სტუმრად 31 ქულის სხვაობით, 109:78 დაამარცხა, ხოლო თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთში გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. თორნიკემ 10-დან 10 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩენებელი იყო და MVP-ის ჯილდოც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ შენგელიასთვის ეს იყო ლიგა ენდესაში მე-200 თამაში, რომელიც იდეალურად აღნიშნა.

„ბარსელონა“ 15 გამარჯვებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურის მატჩს 15 მარტს, „ჟუვენტუტთან“ სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089526