ფეხბურთი

17:30 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეშახტემ" ეროვნული ლიგის სადებიუტო მატჩში ქულა მოიპოვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური წყალტუბოში დასრულდა, სადაც დებიუტანტმა ტყიბულის „მეშახტემ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა.

„მეშახტე“ საშინაო მატჩებს სწორედ წყალტუბოში ჩაატარებს და ამჯერად სტადიონის ნამდვილ მასპინძელს უმასპინძლა...

მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ არც ისე ბევრი მომენტით და შედეგიც ლოგიკურია - ნულოვანი ფრე. ვინაიდან პირველი ტურის მატჩები გადაიდო, ეს „მეშახტეს“ სადებიუტო მატჩი იყო ეროვნულ ლიგაში და ქულა მოიპოვა.

„მეშახტე“ მეორე ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“, რომელსაც 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია, „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094523