ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის 23-ე ტურში „პალმერ ბასკეტი“ შინ „ბურგოსს“ დაუხვდა, რომელიც 88:72 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.
დუდა სანაძემ პარკეტზე 20 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მეორე იყო.
„პალმერ ბასკეტი“ 5 მოგებით და 16 წაგებით მე-16 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, „მენორკას“ ესტუმრება.







