ფეხბურთი

20:20 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მიქაუტაძეზე: "სტადიონი აფეთქდებოდა, მარადონას მსგავსი მანერით გოლი რომ გაეტანა"

ესპანური მედია „ელჩესთან“ „ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის თამაშს გამოეხმაურა.

ქართველმა ფორვარდმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ძალიან ახლოს შედევრთან, როცა რამდენიმე მცველი მოატყუა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი მეკარემ არ გაატანინა.

„პირველ ტაიმში მისი თამაში გოლს იმსახურებდა. აქტიურობდა, მაგრამ საბოლოო ფაზაში რაღაც აკლდა“, - წერს As-ი შეფასებებში.

„მარადონას მსგავსი თამაშის შემდეგ ბურთი კარში რომ შესულიყო, სტადიონი აფეთქდებოდა. ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს“, - ეს უკვე Eldesmarque-ს შეფასებაა.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 32 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

„ვილიარეალი“ 54 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ატლეტიკოსთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 13 მარტს, სტუმრად „ალავესს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087942