ფეხბურთი

21:51 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დაპირისპირება გლაზგოურ დერბიში: ფანები მოედანზე შეიჭრნენ

შოტლანდიის თასის მეოთხედფინალში „სელტიკი“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და მთავარი მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტებში „სელტიკი“ უფრო ზუსტი იყო - 4:2..

მატჩის დასრულების შემდეგ სიტუაცია ფანებს შორის ძალიან დაიძაბა და დაპირისპირება შედგა: „სელტიკის“ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ზეიმი დაიწყეს, რაც მასპინძლებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ და ისინი მოედანზე შევარდნენ. საქმეში პოლიცია დროულად ჩაერია.

ეს გუნდები ბოლო შვიდ დღეში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს: ერთი კვირის წინაც „აიბროქსზე“, ოღონდ, შოტლანდიის ჩემპიონატის ეგიდით და მაშინ ფრე 2:2 დაფიქსირდა.

შოტლანდიის თასზე სამი ნახევარფინალისტია ცნობილი: „სელტიკი“, „დამფერლაინი“ და „ფალკირკი“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090556