ფეხბურთი

23:00 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" "ჯენოასთან" დამარცხდა: ოთხეულისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბა

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „რომა“ „ჯენოას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა, რის შედეგადაც, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გოლები გავიდა. ანგარიში ჟუნიორ მესიასმა პენალტით გახსნა, რასაც სამ წუთში ევან ნდიკამ უპასუხა. სხვათა შორის, კოტ დივუარელმა ცენტრალურმა მცველმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.

თუმცა, ჯანპიერო გასპერინის გუნდი მაინც უქულოდ დარჩა, რადგან მე-80 წუთზე ვიტინიამ გენუელები მეორედ დააწინაურა - 2:1. ასე რომ, დანიელე დე როსიმ, რომელიც „ჯენოას“ წვრთნის, „რომას“ უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა.

„რომა“ 51 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „კომოსთან“ ერთად იყოფს, რომელსაც მომდევნო ტურში ესტუმრება, ხოლო იქვეა 50 ქულით „იუვენტუსი“.

თეგებირომასერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167247