ფეხბურთი

0:20 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკა" "პორტუსთან" მარცხს გადაურჩა, მოურინიო გააგდეს

პორტუგალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლისაბონის „ბენფიკა“ და „პორტუ“ დაზავდნენ.

„ბენფიკა“ ისევ დაუმარცხებელია, მაგრამ ბევრი ფრე აქვს, „პორტუ“ სატურნირო ცხრილში უფრო წინაა. „და ლუჟზე“ „პორტუ“ ვიქტორ ფროჰოლდტის და ოსკარ პიეტუშევსკის გოლებით პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა.

თუმცა, ჟოზე მოურინიოს გუნდი არ დანებდა და მეორე ნახევარში გაათანაბრა. გოლები ანდრეას შიელდერუპმა და ლეანდრო ბარეირომ გაიტანეს. კომპენსირებულ დროში კამათის გამო მოურინიომ წითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ, გუნდები დაზავდნენ - 2:2.

„პორტუ“ 66 ქულით ლიდერია, „სპორტინგს“ 62 ქულით მეორე ადგილი უკავია, ხოლო „ბენფიკა“, რომელიც წაგების გარეშეა, 59 ქულით მესამე საფეხურს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084961