ფეხბურთი

12:05 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "ინტერი" ჩემპიონობის აშკარა ფავორიტია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ამ მოგების მიუხედავად, საჩემპიონო ბრძოლაში „ინტერი“ აშკარა ფავორიტად რჩება.

„ბიჭებმა დღეს ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ „ინტერი“ სკუდეტოს აშკარა ფავორიტად რჩება, რადგან ყველაზე ძლიერი გუნდია. „ინტერს“ ერთადერთი შანსი ჰქონდა, დიმარკოს დრტყმა. ესტუპინიანის გოლი? ლუის ენრიკე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეს სიტუაცია კარგად მოვამზადეთ, ვიცოდით, რომ მის ზურგს უკან სივრცე უნდა აგვეთვისებინა.

სიტყვა სკუდეტო „მილანთან“ მიმართებაში არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან „ინტერი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და 7-ქულიანი უპირატესობა აქვს. პენელტი რიჩის ხელით თამაშზე? არასდროს მისაუბრია მსაჯზე და არც დღეს ვაპირებ. ძალიან ბევრი დისკუსიაა, ეს შესანიშნავი, მამაკაცური მატჩი იყო“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 60 ქულით მეორე ადგილზეა და „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, „როსონერის“ ორი წელია, რაც დერბი არ წაუგია - 5 მოგება, 2 ფრე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087636