კალათბურთი

10:40 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" "მილუოკი"გაანადგურა, ბითაძემ 8 წუთში 7 ქულა ჩააგდო

NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "მილუოკი ბაქსის" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 130:91 გაანადგურა.

"ორლანდომ" შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ყველა პერიოდში მეტოქეს დამარცხება შეძლო, ყველაზე ახლო და დაძაბული პერიოდი მხოლოდ მეორე მეოთხედი გამოდგა, სადაც გოგას გუნდმა მხოლოდ 2-ქილიანი სხვაობით 42:40 იმარჯვა. "ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო გუნდის ლიდერი პაულო ბანკერო იყო, რომელმაც 33 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 8:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულას, 5 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4 საჯარიმო სროლიდან 1 ისროლა ზუსტად.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 35 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 12 მარტს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169676