როგორც უკვე ოფიციალურად დადასტურდა ილია თოფურია საქმეში ბრუნდება და მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.
თეთრი სახლის ღონისძიებაზე ანუ UFC Freedom 250-ზე ჯერჯერობით სულ 6 ბრძოლაა ჩანიშნული, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლაზე ჰკითხეს. პარასკევს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიასა და ისლამის ბრძოლა თეთრ სახლში უკვე ჩანიშნული იყო თუმცა ჩაიშალა.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შესაბამება, თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი და შესაბამისად არც განხილვაში ყოფილა. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რომელი ბრძოლებიც არის ჩანიშნული და დანარჩენზეც ვმუშაობთ. ამ ჩაშლილ ბრძოლაზე ძალიან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება", - განაცხადა დენა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ორთაბრძოლა 14 ივნისს თეთრი სახლის ეზოში გაიმართება. აღნიშნულ ქარდზე კიდევ ერთ საჩემპიონო დაპირისპირებას ვიხილავთ, სადაც ალექს პერეირა დროებით ქამარზე სირილ განის დაუპირისპირდება.







