გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩში "ჰროისენ მინსტერისა" და "ჰერტა ბერლინის" შოირის უცნაური და სკანდალური ინციდენტი მოხდა.
მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელი გუნდის ორი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და VAR-ის სისტემის კაბელი ფაქტობრივად მოიპარა, რის შედეგადაც სტადიონზე არსებული დიდი ეკრანი სრულად გაითიშა.
იმ მომენტში მთავარი მსაჯი შესაძლო პენალტის ეპიზოდის გადასამოწმებლად მიდიოდა, თუმცა ვიდეომასალის გარეშე VAR-ის არბიტრს გადაწყვეტილების მიღება თავად მოუწია.
საბოლოოდ პენალტი "ჰერტას" სასარგებლოდ მაინც დაინიშნა, რომელიც გოლად ფაბიან რეესემ აქცია. აღნიშნული ინციდენტი მალავე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.





