სხვა

16:50 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც.

ხორვატია

საჩემპიონო წრის მეოთხე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ თანაქალაქელ „სესვეტს“ უმასპინძლა და 31-25 დაამარცხა. სამი გოლით ხორვატიის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმა.

ისლანდია

გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირი“ ისლანდიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სტიარნანს“ გასვლაზე ეთამაშა და 17-ბურთიანი უპირატესობით – 38-21 დაამარცხა. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო დიხამინჯია, რომელმაც შვიდი გოლი გაიტანა. პოლონეთი სუპერ ლიგის 22-ე ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ზაგლემბე“ და 36-22 გაიმარჯვა. წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის „ლეგიონოვოს“ მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს, რომელმაც ათი სეივი შეასრულა და ერთი ასისტიც მიითვალა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების მეკარეს მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო (MVP) გადაეცა. ამავე ტურში ითამაშა მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიამ“, თუმცა უშედეგოდ. ქართველის გუნდი გასვლით მატჩში 30-37 დამარცხდა. სტუმართაგან საუკეთესო იყო გავაშელიშვილი, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა და სამი ასისტი შეასრულა.

რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-16 ტური წარუმატებელი გამოდგა ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა ტურდასთვის“. ტურდელები გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერ, „დინამო ბუქარესტთან“ 27-40 დამარცხდნენ. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხუთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი შეასრულა.

Geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.138006