საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი ცენტრი და ესპანური "ტენერიფეს" ლიდერი გიორგი შერმადინი ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Eurohoops-მა ჩემპიონთა ლიგის დეკადის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა.
ერმადინის გარდა საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: მარსელინიო უერტასი, კენდრიკ პერი, ბონზი კოლსონი და ვოიცეხ ხრუბანი.
გამოცემა შერმადინიზე შემდეგ რამეს წერს:
"გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ტენერიფეში მარსელინიო უერტასთან ერთად თამაშისას მან ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი დუეტი შექმნა. შერმადინის თამაში ფარქვეშ უბრალოდ საოცარია, ის ასევე ძალიან კარგად აყენებს ბლოკებს და მოხსნებზეც მშვენივრად ირჯება. 2022 წელს როდესაც "ტენერიფემ" ტიტული მოიგო შერმადინი ერთ-ერთი საკვანძო კალათბურთელი იყო. გიორგის სტატისტიკური დომინაცია და მუდმივი მაღალი დონე მას გუნდის ათწლეულის სიმბოლური ხუთეულის ცენტრისთვის ერთადერთ ლოგიკურ არჩევანად აქცევს", -წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება 2016 წლიდან ტარდება.







