საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მის როლსა და მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგის თქმით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ მისი მომენტი აუცილებლად დადგება.
"როდესაც "ვალენსიაში" ვთამაშობდი ჩემი მეკარეების მწვრთნელი (ხოსე მანუელ ოჩტორენა) ყოველთვის მეუბნებოდა, რომ აამბიციასა და მოთმინებას შორის ბალანსი უნდა მეპოვა. ამიტომ მე უნდა გავაგრძელო შრომა, რადგან არასდროს იცი, როდის მოგეცემა შანსი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.
"ახლა თუ არ ვთამაშობ და არ მეძლევა თავის გამოჩენის შანსი ეს დიდად არ მადარდებს, რადგან ყოველდღე შრომას ვაგრძელებ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მომენტი აუცილებლად მოვა, შეიძლება წელს არა, მაგრამ აუცილებლად მოვა", - განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულის" რიგებს გასულ ზაფხულში შეუერთდა. მას "მერსისაიდული" კლუბის მაისური ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მოირგო, ხოლო ბოლოს მინდორზე 12 იანვარს გავიდა.





