ფეხბურთი

15:31 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პრემიერლიგის გრანდები ინტერესდებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პრემიერლიგის გრანდები ინტერესდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ქართველი ფეხბურთელის დამატებით: "არსენალი, "ლივერპული" და "მანჩესტერი" არიან დაინტერესებულნი და მის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.

აღნიშნულ ტრანსფერზე პარიზული კლუბის პოზიციაც ცნობილია, თუ მსურველი კლუბი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონს გადაიხდის, შესაძლოა, გარიგება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მართლაც შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ 2025 წლის იანვარში 80 მილიონის სანაცვლოდ "ნაპოლიდან" შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება უკვე მოახერხა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161378