UFC-ის მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელმა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან გასამართ ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. ამერიკელის თქმით, მას აუტსაიდერის როლში ყოფნა უყვარს და ასეთ სიტუაციაში ყოფნას მიჩვეულია.
"ილია თოფურია ძალიან მაგარი და საშიში მებრძოლია, მისი კომბინაციები საუკეთესოა, რაც ამ სპორტში მინახავს. მასთან გასამართი ბრძოლის გამო ძალიან აღელვებული ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი გეგმები დავამსხვრიო. მიყვარს როდესაც აუტსაიდერი ვარ, UFC-ში სულ 15 ბრძოლა მაქვს ჩატარებული, საიდანაც 12-ში "ანდერდოგი" ვიყავი. შესაბამისად ასეთ სიტუაციაში ყოფნას მიჩვეული ვარ", - განაცხადა გეიჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება 14 ივნისს თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება და აღნიშნული დაპირისპირება საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.







