ფეხბურთი

17:46 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი ტრავმირებულია, ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს

„ლივერპულის“ მეკარე ალისონი ტრავმირებულია და „გალათასარაისთან“ გუნდს ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისური გუნდის რიგებში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.

ჯერჯერობით, უცნობია ბრაზილიელი მეკარის ტრავმის ხარისხი და რამდენ ხანს იუქმებს, მაგრამ ფაქტია, იმ 21-კაციან განაცხადში არ არის, რომლითაც „ლივერპული“ სტამბოლში გაემგზავრა.

მამარდაშვილმა 26 ნოემბრის შემდეგ, როცა პსვ-ს წინააღმდეგ მოედანზე იყო, ერთადერთი თამაში ჩაატარა - 12 იანვარს ასოციაციის თასზე ქვედალიგელ „ბარნსლის“ წინააღმდეგ. ქართველმა მიმდინარე სეზონში სტამბოლში, „გალათასარაისთან“ ფაზის ეტაპზეც ითამაშა, როცა მაშინაც ტრავმირებული ალისონი შეცვალა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მატჩის მიმდინარეობისას.

ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და თითო ასოციაციის თასსა და ინგლისის თასზე.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ შეხვედრა 10 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება. ფაზის ეტაპზე თურქულმა გუნდმა ინგლისურ გრანდს 1:0 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091408