ფეხბურთი

19:05 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ჩავი ნაწყენია, იგივე ფეხბურთელებით ფლიკი იმარჯვებს, რაც მან ვერ მოახერხა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩავის განცხადებას უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ „ბარსაში“ ლიონელ მესის დაბრუნება ლაპორტამ დაბლოკა.

ამას „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„ჩავის ინტერვიუ ჩემთვის გასაკვირი იყო და გული მატკინა. მესმის, რომ ნაწყენია, იგივე მოთამაშეებით ფლიკი იმარჯვებს, ჩავიმ კი ეს ვერ მოახერხა. მივხვდი, რომ ჩავისთან ერთად წავაგებდით და ფლიკთან ერთად გავიმარჯვებდით. კლუბის საკეთილდღეოდ ძალიან რთული გადაწყვეტილებები მივიღეთ. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა“, - თქვა ლაპორტამ.

„ბარსას“ ხელმძღვანელი ასევე ამაყობს, რომ ლამინ იამალის შენარჩუნება შეძლო და „პარი სენ-ჟერმენში“ 250 მილიონ ევროდ არ გაყიდა: „ერთ-ერთი რამ, რითაც ვამაყობ, ისაა, რომ პსჟ-სგან 250 მილიონის შემოთავაზება მივიღეთ იამალზე, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169493