ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების წინასწარ სიაშია მარტის სანაკრებო მატჩებისთვის.
ჯერჯერობით, კარლო ანჩელოტის და მის შტაბს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ იტალიელი არჩევანს უახლოეს დღეებში გააკეთებს.
მანამდე ანჩელოტი „სანტოსის“ თამაშს დაესწრება, რათა ნეიმარი პირადად ნახოს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.
ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 128 მატჩში 79 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს მან „სელესაოში“ 2023 წელს ითამაშა.







