ჭიდაობა

22:20 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 23-წლამდე ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლისთვის ხუთი ქართველი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

დღეს დაიწყო ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ხუთი ქართველი გამოვიდა და ხუთივე ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს.

ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57 კგ) ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის რასულ გალბურაევს გაეჯიბრება.

გიორგი გოგრიჭიანიც (79 კგ) ნახევარფინალში იყო, თუმცა, ფინალში გასვლა ვერც მან შეძლო. შესაბამისად, ბრინჯაოსთვის 10 მარტს იბრძოლებს და საამისოდ, ერთი მოგება დასჭირდება.

კონსტანტინე პეტრიაშვილიც (97 კგ) ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ რუს მეტოქესთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს ხალიჩაზე გასვლა.

ასპარეზობას საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ საბა ღამბაშიძე (65 კგ) და გოგა ოთინაშვილი (70 კგ), მაგრამ მათი მეტოქეები ფინალში გავიდნენ, შესაბამისად, ორივე ქართველი რეპეშაჟში გადავიდა და იქიდან ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

გარდა ამისა, 10 მარტს, ხუთი ქართველი მოჭიდავე - რეზო მარსაგიშვილი (61 კგ.), საბა კობახიძე (74 კგ.), თორნიკე სამხარაძე (86 კგ.), სანდრო ყურაშვილი (92 კგ.) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ.) იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161153