ფეხბურთი

23:35 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ნონიკაშვილის ორი საგოლე პასი უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ლნზ ჩერკასიმ“ სტუმრად „ვერესი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო შოთა ნონიკაშვილი ორი საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, ორ წუთში კი ავუდუ აბდულმა მისი პასით ანგარიში 2:0 გახადა. კომპენსირებულ დროში შოთამ მეორე საგოლე პასი მიითვალა, ამჯერად თავი ოლეგ გორინმა გამოიჩინა.

ნონიკაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ლნზ ჩერკასი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ოლექსანდრიას“ 14 მარტს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17109