ფეხბურთი

0:44 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ სალიას სადებიუტო გოლი პრემიერლიგა 2-ში

ვახტანგ სალიამ „ნიუკასლის“ ახალგაზრდულ გუნდში პირველ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანა.

პრემიერლიგა 2-ში „ნიუკასლი“ „ლესტერს“ დაუპირისპირდა და ქართველმა თავდამსხმელმა 29-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

სალიამ ცოტა ხნის წინ ამხანაგურ თამაშშიც შეძლო თავის გამოჩენა. ის „ნიუკასლს" ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ნახევარი სეზონი გაუცდა და ამიტომაცაა, რომ მეორე გუნდში დებიუტი მხოლოდ დღეს ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153233