„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნიუკასლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩავის კომენტარი? ჩვენ კოლეგები ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ვნახე, ეს პირადი საქმეა და არ მსურს ამაზე საუბარი. ვიცი სიმართლე და ჩემთვის შევინახავ, არ გავამხელ.
პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, ეს წარმოუდგენელია. მათ ბევრი ფული აქვთ და შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, ჩვენც ისეთივე ძლიერები ვართ, როგორც ისინი, მაგრამ ჩვენი ფილოსოფიით უნდა ვითამაშოთ და ეს მსოფლიოს ვაჩვენოთ.
პაუ კუბარსი, ლამინი, ფერმინი, ბერნალი - მათი ხარისხი წარმოუდგენელია. შეხედეთ როგორ ითამაშეს ბილბაოში, წარმოუდგენელი იყო“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 10 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.







