ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
ხორვატმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ მოცემულ სიტუაციაში მათთვის მთავარი პრემიერლიგაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე არ დაიხარჯებიან.
„ჩვენი მთავარი მიზანი პრემიერლიგაა, ეს ნათლად უნდა იყოს ნათქვამი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გვინდა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩები მნიშვნელოვანია, როგორც ყოველთვის ვამბობდი. ჩვენს ზრდაზე ვართ ორიენტირებულნი, ამიტომ ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა: ამ ტიპის მატჩებში სრულიად განსხვავებული მენტალიტეტია და შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს. მჯერა, რომ ამ ტიპის მატჩები დაგვეხმარება მიმართულების შეცვლაში“, - თქვა ტუდორმა.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 10 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.







