ფეხბურთი

2:15 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა ალისონის ტრავმაზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „გალათასარაისთან“ მატჩამდე ალისონის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს.

„წითლების“ ვებგვერდზე უკვე წერია, რომ ბრაზილიელ მეკარეს გიორგი მამარდაშვილი შეცვლის, ასე რომ, ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იქნება.

„ალისონი ვარჯიშზე იყო, როგორც ბევრმა თქვენგანმა ნახეთ, მაგრამ ვარჯიშის ბოლოს რაღაც იგრძნო. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გუნდთან ერთად არ ყოფილიყო, სტამბოლში მის წამოსვლას აზრი არ ჰქონდა.

„ტოტენჰემთან“ შესაძლოა დაგვიბრუნდეს, რადგან არ ველოდებით, რომ სერიოზული ტრავმა იქნება, მაგრამ ხვალ თამაში არ შეეძლო“, - აღნიშნა სლოტმა.

მამარდაშვილმა 26 ნოემბრის შემდეგ, როცა პსვ-ს წინააღმდეგ მოედანზე იყო, ერთადერთი თამაში ჩაატარა - 12 იანვარს ასოციაციის თასზე ქვედალიგელ „ბარნსლის“ წინააღმდეგ. ქართველმა მიმდინარე სეზონში სტამბოლში, „გალათასარაისთან“ ფაზის ეტაპზეც ითამაშა, როცა მაშინაც ტრავმირებული ალისონი შეცვალა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მატჩის მიმდინარეობისას.

ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და თითო ასოციაციის თასსა და ინგლისის თასზე.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ შეხვედრა 10 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება. ფაზის ეტაპზე თურქულმა გუნდმა ინგლისურ გრანდს 1:0 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097075