ფეხბურთი

10:26 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„გალათასარაის“ მწვრთნელი ბურუქი: „მიზანი „ლივერპულთან“ პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობის მოპოვებაა“

„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა ოკან ბურუქმა გააზიარა მოლოდინები უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის „ლივერპულთან“ პირველი მატჩის წინ.

„ძალიან მაღალი დონის მეტოქეს ვუპირისპირდებით. მათ სეზონის დასაწყისში ბევრი გამარჯვება მოიპოვეს, თანაც ბოლო წუთებზე.. მათ წინააღმდეგ ორი მატჩი გვაქვს და ორივეში შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ შეხვედრაში საუკეთესო შედეგის მიღწევა გვჭირდება.

ამჟამად ტურნირში 16 მსხვილი კლუბია, ჩვენც მათ შორის ვართ და თითოეულს გვაქვს გასვლის შანსი. ჩვენი მიზანია, „ლივერპულთან“ პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობა მოვიპოვოთ“, - ციტირებს ბურუქის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„გალათასარაი“ – „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 10 მარტს გაიმართება სტამბოლში და თბილისის დროით 21 საათსა 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165219