„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გაამხილა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ადრე სცადა გარემარბ ლამინ იამალის გადაბირება და ტრანსფერში დღემდე არნახულ თანხას იხდიდა.
„ეს არის ერთ-ერთი რამ, რითაც ვამაყობ: პსჟ-მ იამალისთვის 250 მილიონი ევრო შემოგვთავაზა და უარი ვუთხარით. მას კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს“, - თქვა ლაპორტამ კლუბის ახალი პრეზიდენტის არჩევნების დებატების დროს.
ლაპორტამ ადრე აღნიშნა, რომ პსჟ-ის შეთავაზება დაახლოებით ორი წლის წინათ იყო, როდესაც იამალი 17 წლის გახლდათ.
ლამინ იამალმა ამჟამად „ბარსელონას’ შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 142 მატჩი ჩაატარა. 44 ბურთი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა.





