პორტუგალიელი, სავარაუდოდ, მანჩესტერულ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს. ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ მედიაში იუწყება, რომ „სიტის“ კაპიტნის კონტრაქტი ზაფხულში იწურება და ამჟამად გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, პსჟ 31 წლის პორტუგალიელით დაინტერესებულია და სეზონის დასრულების შემდეგ მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებას განიხილავს. სილვას ასევე აკვირდებიან თურქული „გალათასარაი“ და კატალონიური „ბარსელონა.“
ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.





