ფეხბურთი

13:42 | 10.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ კეინისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნი“ თავდამსხმელ ჰარი კეინის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობას განიხილავს - წერს Bild.

წყაროს ცნობით, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა, უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიუნხენურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კეინს აფასებს არა მხოლოდ მოედანზე მისი შესანიშნავი თამაშის, არამედ მისი პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების გამო. კლუბს სურს ხაზი გაუსვას თავდამსხმელის მნიშვნელობას გუნდისთვის და ამიტომ მზადაა შესთავაზოს მას უფრო ხელსაყრელი ფინანსური პირობები.

„ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ, კეინმა ყველა შეჯიბრში 133 მატჩი ჩაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 130 ბურთი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169017